ხარისხი

ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა.

ჩვენი გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშას შესაქმნელად, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი გამოიყენება!

სენდვიჩებისთვის ვიყენებთ 100% თევზის თეთრ ფილეს, რომელიც ამოვლებულია ხრაშუნა საფანელში, შემდეგ კი ვამატებთ ტარტარის პიკანტურ სოუსს იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო გემრიელი გავხადოთ!

ჩვენი სენდვიჩები მზადდება 100% საქონლის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის საუკეთესო ნაჭრებისგან. 100% საქონლის ხორცს სპეციალური დამუშავების საშუალებით მაქსიმალურად ვუნარჩუნებთ სასარგებლო თვისებებს და ყოველგვარი დანამატების გარეშე ვწვავთ გრილზე.

ყველი, რომელსაც ჩვენს სენდვიჩებში შეხვდებით, ინგლისური წარმომავლობის და 8 საუკუნის ისტორიის მქონე 100% ჩედერია.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროდუქციის ხარისხია, რითიც ჩვენს სტუმრებს ვუმასპინძლდებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ არასდროს ვიყენებთ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკდონალდსის პროდუქცია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება და არცერთი მათგანი არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული.

ქათმის ნაგეთსი მზადდება 100% ქათმის ხორცისგან. ქათმის მკერდის დაქუცმაცებულ ფილეს ვაძლევთ 4 სხვადასხვა ფორმას, ვავლებთ საფანელში და ვწვავთ 100% მცენარეულ ზეთში. სწორედ ეს რეცეპტი ხდის მის გარსს უფრო ხრაშუნას, ხოლო შიგთავსს ნაზს.

ჩვენი „ფრის“ მოსამზადებლად ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის კარტოფილს და ვწვავთ მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით, უმაღლესი ხარისხის 100% მცენარეულ ზეთში, რომელიც დღის განმავლობაში რამოდენიმე შემოწმებას გადის ხარისხზე. ამიტომაც ჩვენი კარტოფილი „ფრი“ მუდმივად ინარჩუნებს საუკეთესო ხარისხს და შეუცვლელ გემოს.

ყველასათვის საყვარელი ფრის და ნაგეთსების მოსამზადებლად, ვიყენებთ 

100 % მცენარეულ ზეთს, რომელიც 85% თავისუფალია ტრანსცხიმებისგან და არ შეიცავს ქოლესტეროლს.

ყავა, რომელსაც ჩვენთან მიირთმევთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოყვანილი, საშუალოდ მოხალული და ახლად დაფქული, JACOBS-ის 100%-იანი არაბიკაა.

ჩვენი ნაყინისა და შეიკის დასამზადებლად ვიყენებთ მხოლოდ 100% ნატურალურ რძეს, სწორედ მისი უმაღლესი ხარისხი განაპირობებს ყველასთვის საყვარელ გემოს!

ფორთოხლის წვენი სპეციალურ დანადგარში მომზადებული ნატურალური კონცენტრირებული წვენი და წყალია. სხვას არაფერს ვუმატებთ, შაქარსაც კი.