კორპორატიული კულტურა

ყურადღებით გაეცანით გუნდის წევრის მოვალეობებს. თუ ეს ზოგადი წესები თქვენთვის მისაღებია, დასტურის ნიშნად მონიშნეთ შესაბამისი ველი.

1. სამუშაოს მონაცვლეობა

ჩვენს თანამშრომლებს შესწავლილი აქვთ და შესაბამისად მუშაობენ რესტორნის არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სადგურზე, მაგალითად: სალაროსთან, არამედ რესტორნის სხვადასხვა უბანზე: სამზარეულოში, მომარაგების მიღება და დაბინავებაზე, დარბაზის, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიის და საპირფარეშოების დასუფთავებაზე, ტერასის მოწესრიგებაზე, ღამის ცვლაში მოწყობილობა-დანადგარების დაშლა, გარეცხვა და აწყობაზე.

2. მოქნილი სამუშაო განრიგი

ჩვენს რესტორნებში ვრცელდება ცვლებში მუშაობის პრინციპი,რომელიც დაგეხმარებათ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეისწავლოთ მუშაობა, გახდეთ უნივერსალური და ამასთან ეფექტურად შეუთავსოთ მუშაობა განათლების პროცესს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რაც უფრო მეტი შეზღუდვა აქვს თანამშრომელს სამუშაო საათებზე, მით უფრო ნაკლები გამომუშავებული საათები დაუგროვდება, რაც შესაბამისად იმოქმედებს გამომუშავებულ ანაზღაურებაზე.

3. სადილი

ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ 50 % ფასდაკლებით კვებას.

4. დისციპლინა

დაუშვებელია სამუშაო ადგილზე დაგვიანება ან სამუშაო ცვლის გაცდენა არასაპატიო მიზეზით. ასევე სამუშაო უბნის დატოვება ან პირადი საქმიანობის წარმოება სამუშაო საათებში. თანამშრომლის მხრიდან აუცილებელია პატივისცემის გამოჩენა ჩვენი სტუმრების, კოლეგებისა და მენეჯერების მიმართ და გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვა.

5. პირადი ჰიგიენა და გარეგნული იერსახე

"მაკდონალდსის" მუშაობის ძირითად პოლიტიკას წარმოადგენს უმაღლესი სტანდარტების დაცვა მუშაობის ყველა ფაზაში, მათ შორის ისეთი სტანდარტების დაცვაც, როგორიცაა სისუფთავის, გარეგნული იერსახისა და უნიფორმის მოვლის სტანდარტები.

  • მუშაობის განმავლობაში ყველა თანამშრომელმა უნდა ატაროს სუფთა, მოვლილი სამუშაო ფორმა. 
  • შეზღუდულია აქსესუარისა თუ სამკაულის ტარება მუშაობის პერიოდში (საათი,სამაჯური,ბეჭედი,საყურე,თმის სარჭი) 
  • თმის ვარცხნილობა სადა და კოსმეტიკა ზომიერი. 
  • ფრჩხილები მოწესრიგებული, მოკლე და ლაქის გარეშე.

6. კარადები

ჩვენს რესტორნებში განთავსებულია კარადები თანამშრომლებისათვის, რომლებიც განკუთვნილია პირადი ნივთების შესანახად სამუშაო ცვლის განმავლობაში. თანამშრომლებისათვის სამსახურში არ არის რეკომენდირებული ძვირფასი ნივთებისა და ფულის ტარება.

7. შესვენება

თანამშრომელთათვის 8 საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 30 წუთიანი შესვენება, რომლის გამოყენებაც ხდება ნაკლები დატვირთვის საათებში, ცვლის მენეჯერთან შეთანხმებით.

8.თამბაქოს მოწევა

თამბაქოს მოწევა თანამშრომელთათვის დაშვებულია მხოლოდ რესტორნის გარეთ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და მკაცრად რეგლამინტირებულია.

9. უსაფრთხოება

პირადი, ასევე კოლეგებისა და ჩვენი სტუმრების უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი პირობაა კომპანიაში დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა.

10. ანაზღაურება

ანაზღაურება საათობრივია და შესაბამისად ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი იმუშავეთ თვის განმავლობაში. სამუშაო საათებმა ჩვენი სტუმრების ნაკადის ცვლილების მიხედვით შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს.

11. ადმინისტრაციული ზომები

ზემოდ ხსენებული პუნქტების, ასევე არაკეთილგონივრული საქციელის ან ყოფაქცევის წესების შეგნებული დარღვევის შემთხვევაში, მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ეს გახდეს სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე განთავისუფლების საფუძველიც.

გავეცანი გუნდის წევრის მოვალეობებს და მეც მინდა შევუერთდე მაკდონალდსის გუნდს მონიშნეთ